ბლოგის გამოგზავნის წესები:
- მიიღება ტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბლოგის თემა თავისუფალია – გამოგზავნისას, შეარჩიეთ კატეგორია, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენი ნაშრომის შინაარსს. ატვირთული ფაილი უნდა იყოს Word ან PDF ფორმატით, სადაც მითითებულია სათაური და, სურვილის შემთხვევაში, მთავარი ფოტოც.
- ბლოგის გამოგზავნა შესაძლებელია როგორც თქვენი სახელით, ასევე ფსევდონიმით ან ანონიმურად.
- თქვენი გამოგზავნილი ნაშრომი არ ასახავს “პასტელის” რედაქციის აზრს და სრულად ბლოგის ავტორის მოსაზრებაა. სარედაქციო სტატიები გამოქვეყნდება მხოლოდ “პასტელის სარედაქციო გუნდის” (Pastel Editorial Team) პროფილით.
- ტექსტი, რომელსაც პასტელის სოციალურ ბლოგზე გამოგზავნით, უნდა იყოს საავტორო (გარდა თარგმანისა). კვლევის, ანალიტიკისა და თარგმანის გამოგზავნის შემთხვევაში, მიუთითეთ ყველა წყარო. პლაგიარიზმი არ დაიშვება.
- არ დაიშვება დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი ტექსტები. “პასტელის” სარედაქციო გუნდი იტოვებს უფლებას, ასეთ და სხვა შემთხვევებში არ გამოაქვეყნოს თქვენი ნაშრომი.
- “პასტელის” სარედაქციო გუნდს აქვს უფლება, თქვენი გამოგზავნილი ბლოგი შეასწოროს გრამატიკულად, დაარედაქტიროს ბეჭდვითი შეცდომები.
- “პასტელს” აქვს უფლება, თქვენი ბლოგი გააზიაროს საკუთარ სოციალური მედიის გვერდზე (თქვენს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული სახელის გამოყენებით).